ბოლო ინფორმაციით, პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ტერორისტი მოკლეს და 5 ადამიანი დააკავეს

ბოლო მონაცემებით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარლგებში, მოკლულია სამი ტერორისტი, დაკავებულია 5 ადამიანი, დაჭრილია ოთხი სამართალდამცველი. სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" იტყობინება, რომ ბინაში, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, შესაძლოა კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდეს.

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, დაღუპულთა შორის თვითმკვლელი ტერორისტი ქალია, რომელმაც შტურმისას თავი აიფეთქა. ფრანსუა მოლენის ცნობით, სამართალდამცველებმა სამი ტერორისტი ბინის შტურმისას დააკავეს, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, სახლთან, სადაც ოპერაცია ჩატარდა, დააკავეს კიდევ ორი ადამიანი, აქედან ერთი ქალია. პოლიცია იტყობინება, რომ დაკავებულებს შორის იმ ბინის მეპატრონეა, სადაც პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილები იმალებოდნენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა აცნობეს ჟურნალისტებს, რომ მათი სამიზნე პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი აბდელჰამიდ აბაუდია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა სამართალდამცველებმა მისი დაკავება.

ფრანგული რადიოსადგურო RTL იტყობინება, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა რეიდის დროს მიმალვა მოახერხა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება