პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის, აბდელჰამიდ აბაუდის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ის პარიზის გარეუბან სენ-დენიში , სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის არ აღმოჩნდა. როგორც პრესკონფერენციაზე პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა, სამართალდამცველებმა ვერ დააკავეს ტერაქტების კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე, ფედერალურ ძებნაში გამოცხადებული, სალაჰ აბდასლამი.

მაროკოელი აბდელჰამიდ აბაუდი - ბელგიის მოქალაქეა. 2010 წელს ის სალაჰ აბდესლამთან ერთად, შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით ბელგიაში სასჯელს იხდიდა. 2013 წელს აბაუდი "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა.

პარიზის ტერაქტების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავდასხმები სირიიდან დაგეგმა. თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი რჩება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს