უზენაეს სასამართლოში წიგნის "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი" პრეზენტაცია გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ამერიკის იურისტთა ასოციაცია წიგნის - "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი" პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია დღეს, უზენაეს სასამართლოშია დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრებიან.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება საქართველოს მხარდაჭერა კანონის უზენაესობის რეფორმის სფეროში, სისხლის სამართლის საპროცესო (CPC) კოდექსი კი ამ პროცესის ქვაკუთხედს წარმოადგენს", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, "ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა" (ABA ROLI) სისხლის სამართლის ოთხწლიან პროგრამას (“Program to Support Judicial Sector Reform in Georgia”) 2012 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

"პროგრამის მიზანია საქართველოში ეფექტიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რაც ადვოკატთა კორპუსის პროფესიონალიზმის ამაღლებას, შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენასა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულებას ითვალისწინებს.

ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა" (ABA ROLI) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე ერთწლიანი მუშაობის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად უმასპინძლებს დღევანდელი პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას", - განმარტავენ საელჩოში.

მათივე თქმით, აღნიშნული წიგნის მიზანია სისხლის სამართლის დებულებების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა.

"კანონის ასეთი მკაფიო ფორმულირება თავიდან აგვარიდებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ბუნდოვანებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA) დამსწრე საზოგადოებას გააცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარებს, რომელიც მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატთა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

ღონისძიება საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", - აღნიშნავენ აშშ-ის საელჩოში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე