გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე მის საქმეზე მოწმის სახით სახალხო დამცველის დაკითხვას ითხოვს. როგორც ოქროპირიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, სახალხო დამცველს რამდენიმე მოსაზრება და დასკვნა აქვს წარმოდგენილი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით და მისი დაკითხვა სწორედ ამ მოტივით ღირს.

ასევე ბრალდებულმა დღეს დააყენა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის, მედეა ვასაძის დაკითხვის შუამდგომლობა. ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ასევე მიმართა შუამდგომლობით, რომ მისი და სხვა მოწმეების დაკითხვა მოხდეს სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. ოქროპირიძემ სასამართლოს შესთავაზა, რომ სიცრუის დეტექტორს მისი მეგობარი მიიტანს სასამართლოში და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, მათ შორის რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტი. შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ხვალინდელ პროცესზე მიიღებს. დღევანდელი სხდომა კი დასრულებულია. ხვალ ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში 11:00 საათზე განახლდება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად