კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

28 მაისს PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

(EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა.

EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ; როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

„EUGBC-ის ამოცანაა, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეშვეობით, ხელი შევუწყოთ წევრების საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და გავუწიოთ დახმარება პარტნიორების მოძიებაში.

ამასთან, PSP-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში და მხარდაჭერა გაუწიოთ PSP-ს, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიის პოპლარიზაციას, მათ შორის, ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის მიმარულებით“- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დიდი და მრავლწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიებისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების, ასევე ინვესტიციების მოზიდვის, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საკანონმდებლო ცვლილებებთან გამკლავებასა და ახალ ბაზრებზე წვდომაში.

EUGBC ასოციაციის წევრობა კარგი შესაძლებლობაა თითეული კომპანიისთვის ბიზნეს ფორუმებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სექტორში საქმიან პარტნიორებთან ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ლოჯისტიკის, კონსალტინგისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სფეროებში“- განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

EUGBC-სთვის PSP-ს წევრობა გაამდიდრებს ასოციაციის სექტორულ მრავალფეროვნებას და გააძლიერებს მის ხმას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს პარტნიორობა აფართოებს ასოციაციის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოებას. შედეგად, თანამშრომლობა აერთიანებს როგორც კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, ისე ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს