მოსამართლეობის კანდიდატი ირაკლი ადეიშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ პასუხობს

მოსამართლეს მეტი თავშეკავება მართებს, - ასე უპასუხა მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე ირაკლი ადეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან თევზაძეს, რომელიც დღევანდელ გასაუბრებაზე ადეიშვილისგან დაინტერესდა, როგორი რეაქცია აქვს მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.

"მოსამართლეს მეტი თავშეკავება მართებს განსხვავებით პოლიტიკოსისგან. მე ვმოქმედებ ჩემი თავშეკავების ფარგლებში", - განაცხადა ადეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს რეაგირება მოსამართლის მიმართ შეურაცხყოფებზე, ადეიშვილის თქმით, ეს უფრო მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.

"კრიტიკამ არ უნდა მიიღოს შეურაცხყოფისა და ცილისწამების სახე. თუ მიიღებს, ეს უფრო მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს. არსებობს ევროკავშირის მეორე და მეათე პუნქტები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება დაკავშირებულია პასუხისმგებლობასა და ვალდებულებასთან. მას, ვინც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს, ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობები", - განაცხადა ადეიშვილმა.

ამასთან, მან სანდრო გირგვლიანის საქმესა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მან საქართველოში ამ საქმეზე განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ სასამართლო წარმოების ნაწილში წარმოადგინა.

"გადაწყვეტილება გაყოფილია რამდენიმე ნაწილად - სასამართლო წარმოების კუთხით, პროკურატურის კუთხით და ა.შ. ჩემი განსხვავებული მოსაზრება ეხებოდა სასამართლო პროცესუალურ წარმოებას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო ერთი მომენტი: კერძოდ, სასამართლოს აინტერესებდა რატომ არ მოხდა ადგილზე იმ მოწმის დაკავება, რომელსაც ერთ-ერთმა სხვა მოწმემ პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაადო ხელი და აღნიშნა, რომ დანაშაულის ადგილზე ისიც იმყოფებოდა. ვერანაირად ვერ მოხდებოდა ადგილზე მისი დაკავება, რადგან იმ მოწმეს, რომელსაც ხელი დაადეს, არც ბრალი ჰქონდა წაყენებული, არც გამოძიება იყო ჩატარებული და ა.შ.", - განაცხადა ადეიშვილმა.

თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ადეიშვილს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, უფრო მეტი საჯაროობისკენ მოუწოდეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ირაკლი ადეიშვილია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება