გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები ხვალ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს გაასაჩივრებენ

ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ გამტყუნებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები ხვალ მიღებულ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, მსაჯულების გადაწყვეტილება გაუგებარია.

"როგორ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს იარაღი და უიარაღოდ ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენოს ადამიანს და მოკლას. ოქროპირიძე გაამართლეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში და გაამტყუნეს მკვლელობაში. ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება და აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა სულხან კომახიძემ.

გიორგი ოქროპირიძის ვერდიქტის გამოცხადებას მისი მშობლები ესწრებოდნენ. ოქროპირიძის დედამ, ირა გოდერძიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

ხვალ, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის