პროკურორი - ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას ღირსეული პასუხი გასცეს

ნაფიცებმა ღირსეული პასუხი გასცეს გიორგი ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ სიცოცხლე მოუსპო ახალგაზრდა ადამიანს, - ამის შესახებ ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, დავით ნეფარიძემ განაცხადა.

"სასამართლოს სხდომაზე ქართული საზოგადოების 15-მა ღირსეულმა წარმომადგენელმა – ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ ღირსეული პასუხი გასცეს ოქროპირიძის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ სიცოცხლე მოუსპო ახალგაზრდა პიროვნებას", - განაცხადა დავით ნეფარიძემ. მისი შეფასებით, მსაჯულების ვერდიქტი არის აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი.

დღეს, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ