სასამართლო გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დანაშაულის ფაქტზე, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარემ დაადგინა განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ოქროპირიძეს, ლაშა მახარაძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 20 (ოცი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

2015 წლის 25 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის გ. ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს, მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა