სასტუმრო "თორის" ადგილზე Park Inn by Radisson-ი აშენდება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "თორის" ადგილზე სამვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson-ი აშენდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს. ფონდის ინფორმაციით, "საპარტნიორო ფონდი" სასტუმროს პროექტზე ადგილობრივ კომპანია "ბლოკ ინვესტთან" ერთად მუშაობს. პროექტის თანახმად, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება და კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს მოიცავს.

"საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი ამ დეფიციტის შევსებას გეგმავს.

მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

"ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად საქმიანობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა