ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის ავტოსადგურში მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გაფიცულია ზუგდიდი-თბილისის და სხვა ქალაქების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები.

აქციის მონაწილეები ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტროს" შესაძლო შემოსვლას აპროტესტებენ. მძღოლები შიშობენ, რომ თუ თურქული კომპანია ზუგდიდში შემოვა სამსახურს დაკარგავენ, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

აქციაზე ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გაფიცულ მძღოლებსა და ავტოსადგურის დისპეტჩერს შორის, რომელმაც მძღოლებს აქციის შეწყვეტისკენ და მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და აქციის ერთი მონაწილე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს