ზუგდიდში მძღოლებმა სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ზუგდიდში მძღოლებმა სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზა გადაკეტილი ნახევარი საათის განმავლობაში იყო. სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ გზა გაიხსნა. მძღოლებმა ამჟამად გადაინაცვლეს სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან.

მძღოლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ენგურის ხიდზე გადავლენ და რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზუგდიდში, საპროტესტო აქცია ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა გამართეს. ისინი ადგილობრივ ბაზარზე თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიუსის" შესვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის მუშაობის შემთხვევაში, ყველა მათგანი ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება.

"მეტრო პლიუსის" პირველი რეისი კი ზუგდიდის ავტოსადგურიდან სამართალდამცველების დახმარებით მაინც გავიდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მომხმარებელს მეტ კომფორტს სთავაზობენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს