ზუგდიდში მძღოლების აქციაზე 10 პირი დააკავეს

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ცნობილია ისინი კომპანია "მეტრო +"-ის ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ ავტოსადგურის ტერიტორიაზე "მეტრო +"-ის ავტობუსები გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 10 პირი დააკავა.

ამ წუთებში ავტობუსებს სამართალდამცავები იცავენ და მძღოლებს მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს