საგამოცდო ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევა მომავალ კვირას დასრულდება

საგამოცდო ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევა მომავალ კვირას დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოკვლევას თავად აწარმოებს და მის შედეგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მომავალ კვირას გააცნობს. მურუსიძის განცხადებით, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, გახდება თუ არა აღნიშნული დასკვნა საჯარო.

"მე ვაწარმოებ მოკვლევას. მოკვლევის შედეგები გავა სხდომაზე და წევრებისთვის ყველა დეტალი გახდება ცნობილი. საბჭოს წევრები ინფორმირებულები არიან, რომ ჩემს მიერ ხორციელდება მოკვლევა. მოკვლევის დასრულება ალბათ შემდეგ კვირაში მოხდება და მის შედეგებს გავიტან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები და საჭიროებს თუ არა გამოძიებას. არავინ არაფერს დამალავს, არავინ არავის ხელს არ დააფარებს", - განაცხადა ლევან მურისიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც მოსამართლე და არც არა მოსამართლე წევრებს საგამოცდო ტესტებსა და კაზუსებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამასთან, მურუსიძე აღნიშნავს, რომ არის კონკრეტულ პირთა წრე, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია ტესტებისა და კაზუსების შესახებ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით