აფბამ საქართველოში აზარტული თამაშების რეგულირების კონცეფცია გამოაქვეყნა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ აზარტული თამაშების განვითარების კონცეფცია წარმოადგინა.

ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ დეტალურად განმარტა, თუ როგორ უნდა იყოს რეგულირებული როგორც ონლაინკაზინოები, ასევე, რეალური სათამაშო სახლები.

აფბა რეკომენდაციების პაკეტს აქვეყნებს, რომელიც, ზურა კუკულაძის განცხადებით, მალე საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს. "გამოწვევა – ინტერნეტკომუნიკაციების განვითარებასთან ერთად აზარტული თამაშები გადადის ონლაინსივრცეში და იზრდება ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ხდება მასობრივი. ონლაინკაზინოებში ფინანსური ნაკადების ბრუნვა არის გაუმჭვირვალე და არ არის იდენტიფიცირებული ფულის მოძრაობის არხები.

მიზანი – აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა; სისტემაში ფინანსური რესურსების გამჭვირვალეობის ამაღლება", - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ორგანიზაცია აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმებზეც აქვეყნებს რეკომენდაციებს.

"სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანსაქციები. პროგრამა ადაპრირებული იქნება ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა – საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც ხდება მოთამაშედ რეგისტრაცია, რეალურ სივრცეში (შემოსავლები სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშე იღებს სპეციალურ კოდს, რომლითაც მონაწილეობას იღებს აზარტულ თამაშობებში.

მოთამაშის მოსაკრებლის დაწესება – მოთამაშედ რეგისტრაციის შემდეგ, პირი იხდის მოსაკრებელს 1200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.

წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირი ახდენს საკუთარი შემოსავლების დეკლარირებას, ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის წესდება წაგების მაქსიმალური ლიმიტი 100 ლარის ოდენობით, თვეში. (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).

კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ ეხება ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.

თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები, საჭიროა რეზიდენტ ფიზიკური პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.

არარეზიდენტი ფიზიკური პირები – უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ მოქმედებს.

უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებ–გვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არის აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, იბლოკება", - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

რაც შეეხება შედეგებს, აფბა მიიჩნევს, რომ "აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმით, მოხდება მოთამაშის მკაცრი იდენტიფიცირება; შემოსავლების სამსახურის ერთიანი პროგრამით, საგადასახადო სამსახური იწყებს სისტემაში ფინანსური ნაკადების სრულ კონტროლს, რაც პირველ რიგში განაპირობებს, სრულყოფილ საგადასახადო ადმინისტრირებას; წაგების ლიმიტების დაწესებით ამ საქმიანობას დავაბრუნებთ ნორმალურ ეკონომიკურ ლოგიკას, ანუ აზარტული თამაშებში ჩაერთვება საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც გააჩნია რეალური შემოსავალი".

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება