მსჯავრდებულ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცეს

პენიტენციური დეპარტამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს დამდეგი 8 მარტი მიულოცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5-ე ქალთა დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია და მსჯავრდებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა, საჩუქრად წიგნები გადასცა. ასევე, დაწესებულებაში დედებთან ერთად მყოფმა სამ წლამდე ასაკის ბავშვებმა საჩუქრად სეზონური ტანსაცმელი მიიღეს.

ზვიად მიხანაშვილის თქმით, დედათა და ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებსა და დედებზე ზრუნვას სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭეებს.

,,დედათა და ბავშვთა სახლს სტუმრად საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ და მათ პატარებს საჩუქრები გადასცეს, ხოლო მსჯავრდებულ დედებს დამდეგი 8 მარტი მიულოცეს. ეს ბავშვები უახლოეს მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან და მათთვის სითბო და სიყვარული მნიშვნელოვანია", _ განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიება საპატრიარქოს ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

InterPressNews.Ge

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება