რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 18 მარტს, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, "საუკუნის ქორეოგრაფის" წოდებისა და "ღირსების ორდენის" კავალერის რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძების მხარდამჭერმა, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა აცნობა, საღამოში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი"; ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბათუმი"; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ნართები" და ზუგდიდის სახელმწიფო ანსამბლი "ჩელა.

ღონისძიება საქრთველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის, გაზეთ "საქართველოს ქორეოგრაფიის" რედაქციის მხარდაჭერით ტარდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება