იტალიაში საქართველოს საელჩო რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოც.

"იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება