გია გაჩეჩილაძის ადვოკატს მაკა ასათიანის წილის შესყიდვის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

გია გაჩეჩილაძის მიერ მაკა ასათიანის 25%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ამჟამად მხარეებს შორის მორიგებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომელიც "მაესტროს" ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრას და მათი გადახდის გზების მოძიებას ეხება.

"მე არ მაქვს ინფორმაცია რომ ასეთი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მხარეებს შორის მორიგებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს, რომელიც "მაესტროს" ფინანსური ვალდებულების განსაზღვრას და მათი გადახდის გზების მოძიებას მოიცავს", - აცხადებს ირაკლი კორძახია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მაკა ასათიანსა და გია გაჩეჩილაძეს შორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მის გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს, თუმცა დასძენს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. 

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში