მამუკა ღლონტის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილის და გია ხუხაშვილის დაკითხვას მოითხოვს

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებლის მამუკა ღლონტის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვის შუამდგომლობას ოფიციალურად დააყენებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ განუცხადა.

კიკვიძის თქმით, მას შუამდგომლობა უკვე მზად აქვს და ”მაესტროს” წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასამართ დღევანდელ პროცესზე დააყენებს, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული.

”სიმართლე რომ გითხრათ, იმედი არ გვაქვს, რომ სასამართლო ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენ მათ დაკითხვას ვითხოვთ, რათა დაადასტურონ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, ფულადი ანგარიშსწორების ფაქტი, რომელიც თავის დროზე განხორციელდა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” პაატა კიკვიძემ.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია. როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასამართლოს მტკიცებულებების სახით წარედგინება მამუკა ღლონტის განცხადებები, რომელიც ”მაესტროდან” მის გასვლას და წილების გასხვისებას ეხება.

”თუ გავიდა 2 წლის წინ, ახლა ამ 10%-ზე რატომ იბრძვის ასე? აქედან გამომდინარე, მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საბაბი არსებობს”, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს