”მაესტროს” წილების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18 აპრილს გამოიტანს

”მაესტროს” წილების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18 აპრილს გამოიტანს. როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მოსარჩელემ ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა, მას მოლოდინი აქვს, რომ მცირე ვადებში ისინი ყველა პროცესს წააგებენ, თუმცა ხანგრძლივ ვადებში მათ ყველაფრის მოგების იმედი აქვთ.

დღევანდელ პროცესზე როგორც მესარჩელე, ასევე მოპასუხე მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს, თუ რატომ უნდა მოხდეს, ან არ მოხდეს წილების გადაცემა ან გია გაჩეჩილაძისთვის საკუთრებაში დატოვება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა დღევანდელ პროცესზე ასევე არ დააკმაყოფილა როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის შუამდგომლობები. დაცვის მხარის შუამდგომლობა ეხედება საქმეზე მოწმის სახით ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვას. მოპასუხე მხარე კი საქმეზე მტკიცებულების სახით მამუკა ღლონტის საჯარო განცხადებების დართვას ითხოვდა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ მცირე ვადებში აბსოლუტურად ყველაფერს წავაგებთ, მაგრამ ხანგრძლივ ვადებში მოვიგებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ”მაესტროსთვის”. ჩვენ ვიბრძვით მთლიანად მედიისთვის და იმისთვის, რომ არანაირი მედიის შევიწროვება არ ხდებოდეს“, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ მამუკა ღლონტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს