„გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით, 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, შპს „გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი - შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი.

დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველო, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს. აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მოწონებულ პროექტს.

რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს