”საქართველოს განვითარების ფონდის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ორი თვით ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია, თუ სამი თვით ადრე.
მისივე თქმით, როცა სამ ძირითად პარტიას გამოკითხულთა მხოლოდ 35 % უჭერს მხარს, ეს არის პირდაპირი სიგნალი როგორც ხელისუფლება, ასე მთავარი ოპოზიციური ძალები არიან გაკოტრებულ მდგომარეობაში.
”ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს პერიოდი, რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. როდესაც ხელისუფლებას 15 %-იანი მხარდაჭერა აქვს და როცა სამ ძირითად პარტიას გამოკითხულთა მხოლოდ 35% უჭერს მხარს, ეს არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ როგორც ხელისუფლება, ასე მთავარი ოპოზიციური ძალები არიან გაკოტრებულ მდგომარეობაში. მათ ამოწურეს თავისი შესაძლებლობა და საზოგადოება ელოდება ახალ ხედვას და ახალ მოძრაობას”, - განაცხადა რუხაძემ.