”მაესტროს” წილების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

”მაესტროს” წილების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18 აპრილს გამოიტანს. სასამართლომ სადაო წილებთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელე მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას, ასევე მოპასუხე მხარის გია გაჩეჩილაძის პოზიციები და არგუმენტები მოისმინა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე მოწმის სახით, ბიძინა ივანიშვილის, ივანე ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვის თაობაზე. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირები დაადასტურებდნენ, რომ გია გაჩეჩილაძემ მისი კუთვნილი წილების სანაცვლოდ, კონკრეტული თანხა მიიღო.

სასამართლო დავა ეხება შპს ”სტუდია მაესტროში”გია გაჩეჩილაძის წილების 10%-ს, რომელიც 2011 წელს გაჩეჩილაძემ, ”მაესტროში” განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, ბაჩო კიკაბიძეს მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა, თუმცა წილებზე დადებული ყადაღის გამო, შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და რეესტრში გატარება ვერ მოხერხდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო