ნოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს - გგონიათ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მომრიგებელი მოსამართლე ვარ?!

ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.

”თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?! - რასაკვირველია, ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ჯერ ამის აუცილებლობა არ გვქონია. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები მოგვარდება მოლაპარაკებებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყნისთვის უკეთესია. ვფიქრობ, არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას მაისის დასაწყისში გეგმავს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ნოდარ ჯავახიშვილი ჟურნალისტებს - გგონიათ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მომრიგებელი მოსამართლე ვარ?!

ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.

”თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?! - რასაკვირველია, ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ჯერ ამის აუცილებლობა არ გვქონია. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები მოგვარდება მოლაპარაკებებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყნისთვის უკეთესია. ვფიქრობ, არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას მაისის დასაწყისში გეგმავს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა