საქართველოს სხვა რეგიონის ეკლესიების მსგავსად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აჭარის ყველა მოქმედ ტაძარშიც ჩატარდა.
განსაკუთრებული ხალხმრავლობა ყოვლადწმინდა სამების ახლად გახსნილ ტაძარში იყო, სადაც სააღდგომი წირვა პირველად შესრულდა.
სადღესასწაულო ლოცვას უძღვებოდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. საზეიმო ლიტანიობაში აჭარის მთავროვის წევრებიც მონაწილეობდნენ.
მორწმუნეები ტაძარში ცისკრის ლოცვის დასრულებამდე დარჩნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"