სტივენ ჯონსს დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია გადაეცემა

მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის პროფესორ სტივენ ჯონსს დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია გადაეცემა. ღონისძიება 16:00 საათზე გაიმართება და მას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის საუნივერსიტეტო კომისიის გადაწყვეტილებით, 2015 წელს სამეცნიერო პრემია პროფესორ სტივენ ჯონსს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭება. საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი პროფესორს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცემა.

მათივე ინფორმაციით, სტივენ ჯონსი არის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის საპატიო დოქტორი, პროფესორი, ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი პოსტ-კომუნისტური საზოგადოებისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, რედაქციის მრჩეველი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი ავტორია საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაშრომისა: „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, რომელიც გადმოსცემს სიღრმისეულ და მრავალმხრივ შეფასებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს