4 წლის შემდეგ პირველად გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

4-წლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება.

გაეროსა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ქართულმა დელეგაციამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი შედიან.

შეხვედრაზე 19 მაისს, ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტის განხილვა მოხდება.

ქართულმა დელეგაციამ ენგურის ხიდი უკომენტაროდ დატოვა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა