მცხეთაში Symp-ის კურსდამთავრებულები იმყოფებოდნენ

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში Symp-ის კურსდამთავრებულები იმყოფებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, ვიცე მერი გიორგი ელოშვილი და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
Symp არის სახელმწიფო მოხელეთა სკოლა, რომელიც აერთიანებს წარმატებულ საჯარო მოხელეებს ბელორუსიაში. პროექტი საერთაშორისოა და სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. ამჯერად, საჯარო მოხელეები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ჩვენი ქვეყნაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნონ.


























