”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ ”პალიტრანიუსს” რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის (48 საათის) გათვალისწინებით, ეს დღეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საგამოძიებო უწყებას საქმეზე დაკავებული ორი პირის გათავისუფლება მოუწევს.

გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, რომლებიც ორი დღის წინ დააკავეს, მენაშენეთა თანხების მითვისებაში ედავება. საუბარია ბათუმში არსებული, ”თეთრი მაგნოლიას” პროექტზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 20-მდე მილიონი ლარი მიითვისეს.

გუკა რჩეულიშვილზე საგამოძიებო უწყება ძებნის გამოცხადებას გეგმავს, ვინაიდან მასზე დაკავების ორდერია გაცემული, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ის პროკურატურაში არც დაკითხვაზე გამოცხადდა. მაია რჩეულიშვილის მიმართ კი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაკავების გარეშეა დაწყებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს