„ნაციონალური მოძრაობა“ ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ფესტივალისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ფესტივალისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებს

ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს სახელი შეეცვალა და ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დაერქვა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის “ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება.

,, ქალაქში არის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლა, წლების მანძილზე ტარდებოდა ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ფესტივალი,თავად ნანაც მუდმივად აქტიურად იყო ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. იქიდან გამომდინარე,რომ ნანა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დედაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ ამიტომ გადაარქვეს სახელი საჭადრაკო ფესტივალს, რაც არასწორია“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზააციის თავმჯდომარემ ვახტანგ დარცმელიძემ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.