მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს

„ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდათ.

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა