გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად არ ჩაბარებია. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მისი აყვანა თავად რჩეულიშვილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. დაკავებული შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, გუკა რჩეულიშვილს, ისევე როგორც მაია რჩეულიშვილს და "ცენტრ პოინტის" კიდევ ორ თანამშრომელს სასამართლომ დღეს აღკვეთის  ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, ირაკლი მინდელი და სალომე ჩხენკელი კი ორი დღის წინ აიყვანეს. იმავე დღეს იყო დაგეგმილი გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს