სპორტის სამინისტროსა და ავიაკომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სპეციალური კორპორატიული ფასდაკლების სისტემის ამუშავებას სპორტული ფედერაციებისთვის, რაც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური პირობებით და შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საზღვარგარეთ ტურნირებზე ან შეკრებებზე გამგზავრების შემთხვევაში.

სამინისტრომ მემორანდუმი შემდეგ ავიაკომპანიებთან გააფორმა, Georgian Airways, Lufthansa, LOT Polish Airlines, Ukraine International Airlines, Ural Airlines, YanAir, Dneprovia, Air Cairo, GASA-“GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY “ - Air Arabia, Pegasus Airlines , Arkia, Israir, AirBaltic, China Southern Airlines.

სამინისტროს ინიციატივას ასევე უერთდებიან კომპანიები, “Turkish Airlines” და “QatarAirways”, რომლებიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისა და თანმხლები დელეგაციებისთვის საერთაშორისო ღონისძიებებზე გასამგზავრებლად შეღავათიანი ფრენებს უზრუნველყოფენ.

მემორანდუმი ძალაში შევიდა ხელის მოწერის დღიდან და ფედერაციებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კორპორატიული პირობებით 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

InterPressNews.Ge

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?