როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?

მეგატექნიკა - ტექნოლოგიური კომფორტის გონივრული არჩევანი

კონდიციონერის შერჩევა გათბობა-გაგრილების კონტროლზე ბევრად უფრო მეტია. სწორი გადაწყვეტილება სახლის, ოფისის ან კომერციული სივრცის კლიმატს გარდაქმნის - ასე იქმნება გარემო, რომელიც კომფორტულად გაგატარებინებთ როგორც ზაფხულს, ასევე ზამთარს.

რა უნდა გაითვალისწინოთ კონდიციონერის შერჩევისას?

  1. სივრცის სპეციფიკა თითოეული ოთახი განსხვავებულ მახასიათებლებს მოითხოვს:
  • საძინებელი: აუცილებელია ჩუმი ფუნქციონირება და ენერგოდამზოგავი რეჟიმი; iFeel ფუნქცია.
  • მისაღები: მეტი BTU, ეფექტური ჰაერის ნაკადი;
  • სამზარეულო: ტენის ამოშრობის ფუნქცია და ჰაერის ცირკულაციის გაძლიერება.

რა თქმა უნდა ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით მეგატექნიკას კონსულტანტები გონივრული არჩევანის მიღებაში დაგეხმარებიან.

  1. სიმძლავრის სწორად განსაზღვრა (BTU) BTU-ის არჩევა მხოლოდ კვადრატულ მეტრებზე დაყრდნობით არ კმარა. გაითვალისწინეთ:
  • ჭერის სიმაღლე
  • შენობის ტიპი (კორპუსი თუ კერძო სახლი)
  • ფანჯრებისა და გარე კედლების რაოდენობა
  • სივრცეში არსებული ტექნიკის ტემპერატურა (დიახ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია)

BTU კალკულატორი ან მეგატექნიკის კონსულტანტის შეფასება მნიშვნელოვნად დაგაზღვევთ ზედმეტი ხარჯებისგან.

  1. დამატებითი ფუნქციონალიეს არის ის რაც კომფორტულ გაგრილება გაძლევთ

თანამედროვე კონდიციონერები ასრულებენ ბევრად მეტს, ვიდრე ტემპერატურის რეგულირება:

  • I-Feel (Follow me) ფუნქციაკონდიციონერი აღჭურვილია თერმოსენსორით, რომელიც დისტანციური მართვის პულტშია ინტეგრირებული. ეს ნიშნავს, რომ სისტემას შეუძლია ზუსტად იმ წერტილზე მოახდინოს ტემპერატურის რეგულირება, სადაც რეალურად იმყოფებით. ან პირიქით, არ დაუბეროს იქ სადაც თქვენ ხართ. ეფექტურია როგორც ეკონომიის, ისე პირადი კომფორტის კუთხით.
  • 4D Airflow – ჰაერის ოთმხრივი დაბერვა: ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ - სწორედ ეს ქმნის კლიმატს და არა უბრალოდ ცივი ჰაერის დაბერვას.
  • Wi-Fi კონტროლი — აპიდან მართვა, თუნდაც სახლიდან შორს ყოფნისას - საუკეთესო გამოსავალია, თუ სახლში მისვლამდე გსურთ რომ გააგრილოთ სახლი ან თქვენს არყოფნაშიც ჩართოთ/გამორთოთ ოჯახში მყოფი ასაკოვნებისთვის.

Gold Fin საფარი –ოქროსფერი საფარი იცავს კონდიციონერს კოროზიისგან

  • 20 -მდე ჰაერის მიწოდება – იდეალურად აგრილებს დიდ სივრცეს
  • Self-Cleaning (i-Clean) – ავტომატური თვითწმენდა ბაქტერიებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად
  • ტენის ამოშრობა (Anti-Fungus) – აშორებს ტენიანობას და ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას - განსაკუთრებით კარგია დასავლეთ რეგიონისთვის.
  • ჰაერის გაწმენდა UVC ნათურა – ანეიტრალებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, ჯანმრთელი მიკროკლიმატისთვის.
  • ძილის რეჟიმი — კომფორტული ტემპერატურული ცვლა ღამით ისე რომ არც შეგცივდეთ და არც დაგცხეთ.
  • ტაიმერი -გაძლევს საშუალებას წინასწარ დააყენო დრო, როდის უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს კონდიციონერი.
  1. ინტერიერისთვის შესაბამისობა

გონიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებში არ იწონება. დიზაინი და ფერთა პალიტრა იმ სივრცის ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს, სადაც ტექნიკას ათავსებთ. მეგატექნიკაში ამისთვის მრავალფეროვანი მოდელები შეგხვდებათ.

ინვერტორული თუ On-Off მოდელები?

On-Off კონდიციონერი:

  • კონდიციონერის მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობის შედეგად სწრაფად გაგრილებულ ოთახს ვიღებთ. შესაბამისად, თუ თქვენთვის პრიორიტეტული სწრაფი გაგრილებაა - აირჩიეთ On- Off ტიპის კონდიციონერი.
  • უფრო ხელმისაწვდომია ფასით
  • ძალიან გამართლებულია სივრცეებისთვის, სადაც მუდმივად საჭიროა მაქსიმალური დატვირთვა (მაგალითად, სერვერული ოთახები)

ინვერტორული კონდიციონერი:

  • მუშაობს სხვადასხვა სიმძლავრით
  • მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას
  • ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას
  • გამოირჩევა ნაკლები ხმაურით და გრძელვადიანი მოხმარებით

ენერგოეფექტურობის ფარული მნიშვნელობა

ბევრი მომხმარებელი მხოლოდ შეძენის ფასზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გრძელვადიანად რომ შევხედოთ მნიშვნელობა აქვს შემდეგ მაჩვენებლებს:

  • EER (Cooling Efficiency) — როგორ ერგება ენერგომოხმარება გაგრილებას
  • COP (Heating Efficiency) — რამდენად ეკონომიურად ათბობს სივრცეს

შედარებისას ყოველთვის დააკვირდით ამ კოეფიციენტებს — მაღალი მაჩვენებლები ნიშნავს ნაკლებ ხარჯსა და ნაკლებ ზეწოლას გარემოზე.

რატომ მეგატექნიკა?

როდესაც გადაწყვეტილება არის ინვესტიცია კომფორტსა და ხარჯების ოპტიმიზაციაში, მნიშვნელოვანია პარტნიორი, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნას და სერვისს.

  • კვალიფიციური კონსულტანტები ინდივიდუალური შეფასებისთვის
  • მრავალფეროვანი არჩევანი — ყველა სტანდარტსა და ბიუჯეტზე
  • უფასო მიტანა თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში
  • მონტაჟის სერვისი და საგარანტიო მხარდაჭერა

მეგატექნიკაში ხელმისაწვდომი პრემიუმ ბრენდის კონდიციონერები, ისეთი როგორიცაა Hisense, Aux , LG, Samsung გთავაზობენ დეტალებს, რომლითაც ყოველდღიური მოხმარება ახალ დონეზე ადის.

მეგატექნიკატექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღმა მყოფი პროფესიონალიზმი.

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს