პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ თავმჯდომარეებს, რობერტ ჩხაიძესა და ირაკლი ბარამიძეს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილეს.