პარლამენტში პლენარული სხდომები 7 სექტემბრიდან განახლდება

პარლამენტში პლენარული სხდომები 7 სექტემბრიდან განახლდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხომაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომის საჭიროების თაობაზე მასთან არანაირი შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, „7 სექტემბრამდე პარლამენტის სხდომა მოსალოდნელი არ არის, თუ რაიმე გარემოებამ არ აიძულა“.

„შემდეგი პლენარული სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს კი, პლენარულ სხდომას გავმართავთ. შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში. ამიტომ შემდგომი სხდომები გვექნება იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროებას დავინახავთ მე ან პარლამენტის წევრთა ¼, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. ამის თაობაზე სექტემბერის დასაწყისში ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა