შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის შექმნილი ახალი ბარათის, Army Card-ის პროექტში ამ ეტაპზე 26 კომპანიაა ჩართული

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის შექმნილი ახალი ბარათის, Army Card-ის პროექტში ამ ეტაპზე 26 კომპანიაა ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს, ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო, 4 მაისს კი „საქართველოს ბანკთან“ ხელი შესაბამის მემორანდუმს მოეწერა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება კომპანიების მხრიდან სურვილის, მცირედი ღონისძიებების და კონტრიბუციის შემთხვევაში. ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაუდგნენ გვერდით შეიარაღებულ ძალებს და განსაკუთრებით დაჭრილი, დასახიჩრებული და გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს. 26 კომპანია გვყავს ამ ეტაპზე“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ მათგან ერთი „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ სამხედროებსა და მათ შვილებს ბაკალავრიატში სწავლებაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

„საქართველოს ბანკის“ დირექტორ მურთაზ კიკორიას განცხადებით, აღნიშნულ პროექტში კონკურსის მეშვეობით მოხვდნენ.

„ეს არის თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების, მათი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. „საქართველოს ბანკი“ შეირჩა კონკურსის გზით. ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს ამ პროექტის ჩვენეული მიდგომები, რაც გულისხმობდა იმას, რომ ვუზრუნველვყოფდით ფასდაკლებებს და სხვადასხვა სახის ბენეფიტებს მიიღებდნენ აღნიშნული ბარათით სარგებლობისას“, - განაცხადა კიკორიამ.

მისივე თქმით, ფასდაკლებები საკმაოდ სერიოზული იქნება.

Army Card სადებეტო პლასტიკური ბარათია. ბარათით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას საფასურის გადახდა. ბარათით გადახდისას სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები წინასწარ შერჩეულ და მუდმივად განახლებად სავაჭრო და მომსახურეობის ობიექტებში ფასდაკლებით ისარგებლებენ. Army Card ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

დაგეგმილია პროექტ Army junior-ის განხორციელებაც ანუ ბარათი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შვილებისთვისაც დამზადდება და მის მფლობელებს თემატურ, საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებებში შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეეძლებათ“, - აღნიშავენ სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?