Apple-ის მაღაზიათა ქსელი ,,iTechnic-ი“ 5 აგვისტოს მომხმარებლებს საჩუქრებს პირდება. ნებისმიერი მყიდველი, რომელიც ,,iTechnic” - ში ტექნიკას შეიძენს, კომპანიისგან დასაჩუქრდება. საჩუქრების აქცია ,,iTechnic-ის“ 5 წლის იუბილეს უკავშირდება და მხოლოდ ერთ დღეს, 5 აგვისტოს გაიმართება.
”ნებისმიერი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს. მას შეუძლია აირჩიოს ტექნიკის მისთვის სასურველი აქსესუარი : ბრონირებული დამცავი, ქეისი და ა.შ. ამასთან ერთად, მყიდველები მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს, რომლებითაც ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 10-%-დან 30%-მდე ფასდაკლებით, ბარათი მრავალჯერადი გამოყენებისაა. ფასდაკლება გავრცელდება როგორც პროგრამულ და ტექნიკურ მომსახურებაზე, ისე აქსესუარებზეც.
ფასდაკლების ბარათის გამოყენებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ, მრავალჯერადად”, - აღნიშნავენ კომპანია ”აიტექნიკში”.
,,iTechnic-ი“ ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს. კომპანია ეფლის პროდუქციის რეალიზებას ეწევა და მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს საინტერესო აქციებს. ამჟამად კომპანიას უკვე 5 ფილიალი და ერთი სერვის-ცენტრი აქვს. ცოტახნის წინ, კომპანია ,,iTechnic-მა “ ბათუმში გახსნა ფილიალი და ბათუმის მოქალაქეებსა და ტურისტებს შესაძლებლობა მისცა, შეიძინონ ეფლის ხარისხიანი პროდუქცია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"