სამტრედიის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიის გზაზე, დაფნართან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სამტრედიის გზაზე, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























