იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ გახდა ფასიანი იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი

იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი გივი აზაურაშვილი განმარტავს, რატომ გახდა ფასიანი იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი. როგორც გივი აზაურაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მიზანი არის ერთადერთი -იუსტიციის სახლში მიმსვლელ მომხმარებლებს დახვდეს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ადგილი პარკინგზე, ეს პარკინგი იყოს უსაფრთხო და მოწესრიგებული.

”ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ისეთი მანქანა აჩერებდა იუსტიციის სახლის პარკინგზე, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი კავშირი იუსტიციის სახლთან. ეს საკითხი ამ კუთხით აგვარებს ამ პრობლემას”, - განაცხადა გივი აზაურაშვილმა.

მისივე თქმით, გამოცხადებული იყო საჯარო აუქციონი, ამ აუქციონში გაიმარჯვა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ და ის კომპანია უწევს მართვას ამ პარკინგს.

როგორც აზაურაშვილმა განმარტა, ავტოსადგომზე გაჩერება 45 წუთის ჩათვლით არის უფასო, რაშიც ჯდება იუსტიციის სახლში მიმსვლელ მომხმარებელთა ძალიან დიდი უმრავლესობა.

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის ტარიფები შემდეგია: 0-დან 45 წუთის ჩათვლით ავტოსადგომზე ავტომობილის გაჩერება უფასოა; 46 წუთიდან ერთი საათის ჩათვლით მომსახურება 1 ლარია; ერთი საათიდან 2 საათის ჩათვლით ავტოსადგომის ღირებულება 2 ლარს შეადგენს; 2 საათიდან 12.00 საათის ჩათვლით 3 ლარი, ხოლო 12.00 საათიდან 24 საათის ჩათვლით ავტოსადგომის მომსახურება 5 ლარს შეადგენს.

იუსტიციის სახლთან ავტოსადგომზე ტარიფის დაწესება დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ გააპროტესტა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება