სოფელ ოძისში დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში ერისთავების სასახლეს დღეს მოინახულებენ. ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულ-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძეც დაესწრება.

სამინისტროს ინფორმაციით, სრულად რეაბილიტირდება სასახლის სახურავი, სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნები და გადაიხურება პატარა მარანი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. იგი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები. შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისაგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომლებიც შენობის II და III სართულებს, ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა