თავისუფალი თეატრი უკრაინაში, საერთაშორისო ფესტივალზე, სპექტაკლით „მექანიკური ფორთოხალი“ წარდგება

16-19 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თავისუფალი თეატრი უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სპექტაკლით „მექანიკური ფორთოხალი“ წარდგება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი «Золотой Лев-2016» ყოველწლიურად უკრაინის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ტარდება.

ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვადან და სხვა.

რაც შეეხება თავად სპექტაკლს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით, სპექტაკლი რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა