სადაზღვევო კომპანია ”ალდაგმა” ახალი სოციალური პროექტის პრეზენტაცია გამართა

სადაზღვევო კომპანია ”ალდაგმა” ახალი, სოციალური პროექტის - ონლაინ სამუშაო ქსელის www.onjob.ge-ის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ”ალდაგი” ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ინოვაციური პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს. სოციალურ სფეროში, თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება ”ალდაგის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი ინტერნეტ პორტალი www.onjob.ge, რომელიც ონლაინ სამუშაო ქსელს წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, Onjob.ge – საშუალებას აძლევს, როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე უკვე დასაქმებულ ადამიანებს, გაიჩინონ სტაბილური შემოსავლის წყარო.

როგორც ”ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პორტალი ალდაგის ონლაინ სააგენტო ქსელია და აქ დარეგისტრირება შეუძლია 16 წლის ზემოთ, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს.

”ეს პროექტი ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 16 წელს ზემოთ საშუალებას აძლევს, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავალი დარეგისტრირდეს ამ საიტზე და ყოველდღიურად დაიწყოს ფულის შოვნა”, - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი მუშაობს თუ არა, მთავარია ჰქონდეს შეხება ინტერნეტთან, იყოს დარეგისტრირებული და დაიწყოს დაზღვევთა მსურველების ატვირთვა, იმ ადამიანების ნებართვის საფუძველზე ვისაც უნდა დაზღვევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ მუშაობის დაწყება ხდება, მხოლოდ საიტზე დარეგისტრირებით. კანდიდატებს არ მოეთხოვებათ გასაუბრებაზე დასწრება და პირადი რეზიუმეს გამოგზავნა. დარეგისტრირებისთანავე შესაძლებელია ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყება. Onjob.ge-ს საშუალებით, დასაქმდება ყველა, ვინც კომპანიას დააკავშირებს დაზღვევის მსურველებთან. ონლაინ აგენტის სამუშაო საკმაოდ მარტივია, მის ფუნქციებში შედის მეგობრებში, სანაცნობო წრეში და კოლეგებში, მოიძიოს დაზღვევით დაინტერესებული პირები. სავალდებულოა, მიიღოს მათგან თანხმობა და შემდეგ მათი საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდოს სადაზღვევო კომპანია ”ალდაგს”. როდესაც ონლაინ აგენტის მიერ მოწოდებული პოტენციური მომხმარებელი შეიძენს სადაზღვევო პოლისს, აგენტი მიიღებს ანაზღაურებას.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად, მომხმარებლის დამატებისას, ასევე მეგობრის მოწვევისას და მის მიერ მომხმარებლის დამატებისას აგენტი მიიღებს დამატებით ქულებს, რომლებიც შესაძლებელია გადაცვალოს სხვადასხვა საჩუქარში. რეგისტრაციის შემდეგ, ონლაინ აგენტს საშუალება აქვს თვალი ადევნოს დამატებული მომხმარებლების სტატუსებს, ასევე, მისაღებ და მიღებულ ანაზღაურებას, დაამატოს მეგობრები ქსელში და იბრძოლოს საერთო რეიტინგში პირველი ადგილის დაკავებისთვის. ”ალდაგის” ახალი პროექტი გათვლილია და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შეესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც მათ დასაქმების საშუალებას აძლევს.

კომპანიის ცნობით, Onjob.ge ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო ქსელია, რომელიც, მარტივად, კომპიუტერის ან ტელეფონის გამოყენებით, ანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს. ”ალდაგი” აქტიურად მუშაობს დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების განვითარების მიმართულებით.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბეჟან ლორთქიფანიძემ განაცხადა, ეს პროექტი არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თანამედროვე მეთოდი.

”ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თანამედროვე მეთოდი, არ არის შეზღუდული ასაკი, ქვედა ზღვარია მხოლოდ დაწესებული. ნებისმიერი შესაძლებლობის მქონდე ადამიანს აქვს საშუალება მოიძიოს სამუშაო ადგილი მიიღოს სარგებელი, ასევე მოუტანოს სარგებელი სხვა ადამიანებს და ასევე ბიზნესსაც”, - ბეჟან ლორთქიფანიძე.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკატერინე წერეთლის თქმით, ეს პროექტი მიმართულია დაზღვევის კულტურის ამაღლებისკენ.

”ეს პროექტი მიმართულია დაზღვევის კულტურის ამაღლებისკენ. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ასეთ წამოწყებას, რომელიც დაზღვევის კულტურის ამაღლებისკენაა მიმართული და ზოგადად სადაზღვეო სისტემის გაძლიერებისკენ”, - განაცხადა ეკატერინე წერეთელმა.

(R)

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება