ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩოხატაურის სტადიონზე სპორტსმენები ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოინახულა და სპორტული ინვენტარი გადასცა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ სტადიონზე არსებულ ვითარებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გაეცნო.

სტადიონი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და თავდაპირველად მას იპოდრომის ფუნქციაც ჰქონდა. კომპლექსი ბალახისსაფარიანი 2 სტანდარტული საფეხბურთო და 1 სარაგბო მოედნისგან შედგება. ტრიბუნა გათვლილია 2 000 მაყურებელზე. კომპლექსის ირგვლივ არსებული ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ დამატებით მოეწყოს ხელოვნურსაფარიანი 1 სტანდარტული და 6-მდე მინი მოედანი.

ამ ეტაპზე სტადიონით 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სულ 400-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით რეგულარულად ტარდება შიდა ტურნირები, გუნდები ასევე მონაწილეობას იღებენ დასავლეთ საქართველოს ტურნირებში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება