კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპმა“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენცია ჩაატარა

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპმა“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული კონფერენციით „ფაინ ლაიფ გრუპის“ თბილისის ოფისის პრეზენტაცია მოხდა.

შეხვედრაზე „ფაინ ლაიფ გრუპის“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის საქმიანობა გააცნეს და იმ პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის მზარდი განვითარების ინვესტირების კუთხით იკვეთება. კონფერენციაზე იმყოფებოდა „ფაინ ლაიფ გრუპის“ პრეზიდენტი, რომელმაც კომპანიის საქმიანობასთან ერთად, საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. პოლიტიკური სტაბილურობის ჩათვლით, ეს იქნება ძალიან ძლიერი ეკონომიკა. ორგანიზაციის სპეციალიზაციაა ბიზნეს კონსალტინგი. ვფიქრობთ, დავიჭირეთ ჩვენი შანსი მოვიდეთ აქ. მგონია, საქართველო მალე გახდება შემდგომი საუკეთესო ადგილი ბიზნესისთვის“, - განაცხადა „ფაინ ლაიფ გრუპის“ პრეზიდენტმა, ფოტოს პიტადჯისმა.

კომპანია „ფაინ ლაიფ გრუპი“ 1975 წელს დაფუძნდა და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საინვესტიციო პოლიტიკის გლობალური პლატფორმების ანალიზისა და დაგეგმარების საკითხებში. ეკონომიკის განვითარების, საერთაშორისო, თანამედროვე ტენდენციების, ბიზნეს-ურთიერთობების გამყარების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით.

„ფაინ ლაიფ გრუპი“ გლობალურ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს. ძირითადად, მომსახურებას ვუწევთ ბიზნეს კომპანიებს. ჩვენი განსაკუთრებული ძლიერი ნაწილი იურიდიული, ბიზნეს სამართლის ნაწილია. რაც შეეხება დანარჩენ სერვისებს, ვფიქრობთ, საქართველოში შემოგვაქვს სერვისები, რომლებიც დღემდე ქართულ საკონსულტაციო კომპანიებს არ ჰქონიათ. დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენი ძირითადი მიზანია ვაჩვენოთ, რომ არ ვართ ფრენჩაიზინგული კომპანია, რეალურად, ლიცენზიების პრინციპით არ ვმუშაობთ, ჩვენ ვართ დიდი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი წარმომადგენლობა ჰყავს“, - აღნიშნა „ფაინ ლაიფ გრუპის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვენელმა, ზვიად გაბისონიამ.

საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიების ქსელი „ფაინ ლაიფ გრუპი“ კლიენტებს სხვადასხვა ქვეყნებში იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ეს ქვეყნებია: კვიპროსი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა და ახლა უკვე საქართველო.

„დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მზად ვართ მცირე, საშუალო და მსხვილი კლიენტების მომსახურებისთვის არა მარტო კლასიკური იურიდიული სერვისების, არამედ მენეჯმენტის, კონსალტინგის, საერთაშორისო კომპანიების დაარსების, მათი ადმინისტრირების მიმართულებით. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი მომხმარებლები. გვინდა საქართველო ჩვენს კლიენტურას გავაცნოთ. მათ აქვთ საშუალება და ინტერესი, რომ დაბალრისკიანი ინვესტიციები განახორციელონ. საქართველოში არის ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მშენებლობა, ტურიზმი, რომლებიც ითხოვენ ინვესტიციებს. ჩვენ ვფიქრობთ, საშუალო შემოსავლიანი და დაბალრისკიანი ინვესტიციების განხორციელება შეიძლება“, - აღნიშნა „ფაინ ლაიფ გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბუხიაშვილმა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო