მილტონ ჰეიგი - ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, გამარჯვებაა

ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, გამარჯვებაა, - ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელმა მილტონ ჰეიგიმ განაცხადა.

დღეს „ბორჯღალოსნები“ ტესტ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე იაპონიას დაუპირსპირდებიან.

”ნებისმიერი ტესტ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. გვყავს ახალი მწვრთნელები, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან, ვიბრძოლებთ განსაკუთრებულად. ვეცდებით, ის რაც ჩაფიქრებული გვაქვს, გადმოვიტანოთ მოედანზე. ერთადერთი, რაზეც თამაშისთვის ვფიქრობთ, ეს გამარჯვებაა”, - განაცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის მამუკა გორგოძის თქმით, საქართველოსთან მატჩში იაპონიაც და სამოაც ფავორიტები არიან, თუმცა საქართველო არაფრის დათმობას არ პირებს.

”იაპონია არის ძლიერი გუნდი, რთული მოწინააღმდეგეა. თამაში იქნება ძალიან დაძაბული. ჩემი გადმოსახედით იაპონიაც და სამოაც ითვლებიან ფავორიტებად, მაგრამ საქართველოში არაფრის დათმობას არ ვაპირებთ”, - განაცხადა გორგოძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა მერაბ კვირიკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, კვირიკაშვილი არის სპორტული შემართებით.

”მეკო კარგად არის, არის სპორტული შემართებით, გრძნობს რომ მთელი საქართველო გვერდში უდგას და მას გვერდში დგომა სჭირდება, რადგან ძალიან სამწუხარო ამბები გადახდა”, - განაცხადა გორგოძემ.

საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას დაუპირსპირდება, 26 ნოემბერს კი, სტუმრად შოტლანდიას შეხვდება.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის