ალექსანდრე ჯეჯელავა თელავში რექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ალექსანდრე ჯეჯელავა თელავში რექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თელავში რექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს აწუხებს.

"ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, რომელსაც თვეში ერთხელ ვმართავთ. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს აწუხებს - ეს არის აკრედიტაცია, ავტორიზაცია, უცხოელი სტუდენტების შემოდინება და სასწავლო გეგმები თუ უნივერსიტეტების დაფინანსების სქემები. დღეს ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაფინანსების ახალი სქემების შემუშავებაზე იმუშავებს", - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ჯეჯელავამ.

შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.