ნინო კალანდაძე - სერგო რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა

სამართლებრივ საკითხებზე იმისთვის დაიწყეს წინასწარ საუბარი, რომ აირიდონ ის შედეგი რაც 20 იანვარს დადგება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სერგო რატიანის წერილის შეფასებისას განაცხადა.

ნინო კალანდაძის თქმით, საქმე შესაძლოა გვქონდეს მიზანმიმართულ საბოტაჟთან.

„არ არის არანაირი სამართლებრივი პრობლემები პოლიტსაბჭოს მიერ. კანონიერი გადაწყვეტილებაა მიღებული როგორ უნდა გაიმართოს ყრილობა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ყრილობის ჩატარების ორგანიზაციული მხარე უნდა მოაგვაროს და შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტსაბჭომ იმისთვის, რომ ყრილობამ დღის წესრიგი დაამტკიცოს. ეს არის საკითხები, რომელიც პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულია. ამ გადაწყვეტილების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ე.წ. მეორე გუნდის არც ერთ წევრს, არც განხილვის და არც განხილვიდან ერთი თვის თავზე. სამართლებრივ პრობლემებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ რაც მეორე მხარეს გაუჩნდა განცდა, რომ ყრილობაზე ისინი თავის პოზიციის წარმატებით დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. ამის თავიდან არიდების მიზნით, ახლა იყენებენ ვითომ სამართლებრივ საკითხებს მიზეზად იმისთვის, რომ წინასწარ ივარაუდონ, რომ არალეგიტიმური იქნება ყრილობა და თავიდან აირიდიონ ის შედეგი რაც დადგება. რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა. მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან. ჩვენ ვთხოვთ თანაგუნდელებს, რომ საორგანიზაციო საკითხებში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება, განისაზღვრება პარტიის სამომავლო სტრატეგია და გეგმები, მათ შორის მოხდება ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. სერგო რატიანი წერს, რომ ყრილობის საორგანიზაციო პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით და ის ვერ იქნება ლეგიტიმური.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში