„გირჩი“ საკონსტიტუციო კომისიას „რეცეპტს“ უგზავნის

„გირჩი“ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის გასაძლიერებლად საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად „რეცეპტს“ უგზავნის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პოლიტიკოსების განცხადებები, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, არის „უკიდურესად პოპულისტური“, არაფრის მომტანი ან „საზიანო ქვეყნის მომავლისთვის“.

ჯაფარიძის განმარტებით, მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის არის ეკონომიკური განვითარების ძალიან დაბალი ტემპი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა ეხებოდეს სწორედ ეკონომიკურ ნაწილს.

ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შვიდი ცვლილების განხორციელებას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ „ეს არის ერთადერთი რეცეპტი და ამ ქვეყანაში, არც ქვეყნის გარეთ, არავის აქვს სხვა რეცეპტი, როგორ შეიძლება ქვეყანამ მიაღწიოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას“.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იზრდება საშუალოდ 3.3%-ით. ასეთი ზრდის ტემპით ევროკავშირის საშუალო დონეს მივაღწევთ 103 წელიწადში ანუ 2120 წელს, რაც სავალალოა. ჩვენ ვთავაზობთ შვიდ გზას, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

ეროვნული ბანკი არსებული ფუნქციებით უქმდება და ხალხს ეძლევა შესაძლებლობა ეკონომიკური ურთიერთობებისას გამოიყენონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ვალუტა; ხელისუფლებას ეკრძალება იმაზე მეტი ფულის ხარჯვა ვიდრე გადასახადების გადამხდელები გადაიხდიან კონკრეტულ საბიუჯეტო წელს ანუ ე.წ. საბიუჯეტო დეფიციტი იკრძალება; აქციზის გადასახადი აღარ იქნება საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს შორის გამონაკლისი და ისევე როგორც სხვა საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ზრდის შემთხვევაში სავალდებულო გახდება რეფერენდუმის ჩატარება; სახელმწიფო ვალი არის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. ამიტომ აიკრძალება სახელმწიფოს ვალის აღება, გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა საგანგებო და საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს; ქვეყანაში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესრულება არ უნდა იზღუდებოდეს რომელიმე ერთი ვალუტით. მთავრობა უფლებამოსილია აირჩიოს ვალუტა, რომელშიც მიზანშეწონილად მიიჩნევს გადასახადის აკრეფას.

პროექტი ავალდებულებს მთავრობას ეტაპობრივად შეამციროს ხარჯები და საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. საჯარო სექტორის წნეხი მოსახლეობაზე შემცირდება 15%-დე 2025 წლის 1 იანვრისთვის, ხოლო სახელმწიფო ვალი დაიფარება 2032 წლის 1 იანვრისთვის; პროექტით მთავრობას დაევალება კანონით განსაზღვროს ხარჯების შემცირებისა და ვალის გადახდის გრაფიკი“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, „რეცეპტს“ საკონსტიტუციო კომისიას დღესვე გაუგზავნის.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს